დიუსელდორფში ფოიერვერკების გაშვების შედეგად 19 ადამიანი დაშავდა, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა
დიუსელდორფში ფოიერვერკების გაშვების შედეგად 19 ადამიანი დაშავდა, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა

დიუსელდორფში ფოიერვერკების გაშვების შედეგად 19 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი ბავშვია. დაშავებულთაგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.

ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

შემთხვევა რაინის გასართობ პარკში ფოიერვერკების წარმოდგენის დროს მოხდა.

სამართალამცველების ცნობით, პიროტექნიკა დაბალ სიმაღლეზე აფეთქდა, რის შედეგადაც შეკრებილი ადამიანები დაშავდნენ. დაშავებულთა შორის ერთი ბავშვია.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ვარაუდობენ, რომ შემთხვევის მიზეზი, შესაძლოა, ფოიერვერკების გამშვები დანადგარის გადაყირავება გახდა.