დიუსელდორფისა და ჰანოვერის აეროპორტებში თანამშრომლები გაიფიცნენ
დიუსელდორფისა და ჰანოვერის აეროპორტებში თანამშრომლები გაიფიცნენ

დიუსელდორფისა და ჰანოვერის აეროპორტებში თანამშრომლები გაიფიცნენ, რამაც შესაძლოა, ავიარეისები  შეაფერხოს.

პროფკავშირმა „ვერდიმ“ გაფიცვისკენ მოუწოდა კომპანია „ავიაპარტნერის“ სამსახურის პერსონალს, რომელიც პასუხისმგებელია თვითმფრინავების გასაფრენად მომზადებაზე, ასევე ბარგის მიღებასა და დამუშავებაზე.

დიუსელდორფში საპროტესტო აქცია ადგილობრივი დროით 03.00-დან 11:00 საათამდე გაგრძელდება. 

დიუსელდორფის აეროპორტში 7 თებერვალს 580-მდე ავიარეისია დაგეგმილი. გაფიცვის გამო, აეროპორტში დამატებითი კონსულტანტები იმუშავებენ, რომლებიც მგზავრებს დაეხმარებიან.

ჰანოვერში ბარგის მიღება-დატვირთვა ადგილობრივი დროით 05:00 საათზე შეწყდა და 13:30-ზე განახლდება. აეროპორტის წარმომადგენლის ინფორმაციით, გაფიცვა შვიდ რეისს  შეეხება.

პროფკავშირი „ვერდი“ კომპანია „ავიაპარტნერის“ ხელმძღვანელობისგან თანამშრომლებისთვის საშობაო პრემიის გადახდას, ასევე ღამის საათებსა და დასვენების დღეებში სამუშაო ანაზღაურების გაზრდას ითხოვს.

დატოვე კომენტარი