დიუსელდორფის გრანდ სლემზე მედლებისთვის დღეს ოთხი ქართველი იბრძოლებს - ძიუდო
დიუსელდორფის გრანდ სლემზე მედლებისთვის დღეს ოთხი ქართველი იბრძოლებს - ძიუდო

დიუსელდორფში მიმდინარე გრანდ სლემის ტურნირზე ძიუდოში, მეორე საშეჯიბრო დღეს, ოთხი ქართველი იასპარეზებს: 73 კგ. – ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი.81 კგ. – ნუგზარ ტატალაშვილი, ტატო გრიგალაშვილი.

გუშინ, ტურნირზე 66 კგ-ში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილმა ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო. იგი ფინალში იაპონელ ჰიფუმი აბესთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს დიუსელდორფის ტურნირზე ჩვენმა ნაკრებმა მხოლოდ ორი მედლის მოპოვება შეძლო. ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.