დიუსელდორფის „დიდი მუზარადის“ გათამაშებაზე ხვალ ოთხი ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს
დიუსელდორფის „დიდი მუზარადის“ გათამაშებაზე ხვალ ოთხი ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს

დიუსელდორფის „დიდი მუზარადის“ გათამაშებაზე ხვალ ოთხი ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს.

კვირას გერმანულ ტატამზე 90, 100 და +100 წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტები გამოვლენ. ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი 100 კგ-ში ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატის ორგზისა და ოლიმპიადის ფინალისტი ვალერი ლიპარტელიანი მეორე წრიდან ჩაებმება შეჯიბრებაში და ყირგიზ ფარუჰ ბულეკულოვს შეხვდება.

მოგების შემთხვევაში კი ლიპარტელიანი 1/8 ფინალში გავა, სადაც მეტოქე ესტონელი გრიგორი მინასკინის, ავსტრიელი ლაურინ ბოლერისა და ლატვიელი იევგენის ბოროდავკოს სამეულიდან უძლიერესი იქნება. ამ წონაში ლაშა ტაველურიც მეორე წრიდან იჭიდავებს, სადაც მისი პირველი მეტოქე გერმანელი დანიელ ჰერბსტატი იქნება.

მძიმე წონით კატეგორიაში კი ლევან მატიაშვილი პირველ წრეში ბოსნიელ ჰარუნ სადიკოვიჩს შეხვდება, ხოლო ადამ ოქრუაშვილი უკრაინელი ალექსანდრ გორდიენკოს მეტოქეა.

დიუსელდორფის „დიდი მუზარადის“ გათამაშების მეორე დღეს ტატამზე ორი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა. 81 კგ. წონაში მოჭიდავე თამაზ კირაკოზაშვილმა პირველ წრეში ყაზახი აზიზ კალკამანული გაფრთხილებებით დაამარცხა, ბულგარელ ივაილო ივანოვთან იპონით წააგო და ბრძოლას გამოეთიშა.

ამავე წონაში კობა მჭედლიშვილმა ყირგიზი ერლან შეროვთან და რუმინელი ვლად ვისანთან მოგებების შემდეგ ირანელ საეიდ მოლაესთან წააგო.

დატოვე კომენტარი