დიტო საძაგლიშვილი - როგორც ჩანს, ხელისუფლებას ძალიან სტკიოდა, რომ გვარამია ექვსი თვე ციხეში იჯდა ავტომობილის საქმეზე, ამიტომ გადაწყვიტეს, სხვა ეპიზოდზეც გამოეყენებინათ პატიმრობა
დიტო საძაგლიშვილი - როგორც ჩანს, ხელისუფლებას ძალიან სტკიოდა, რომ გვარამია ექვსი თვე ციხეში იჯდა ავტომობილის საქმეზე, ამიტომ გადაწყვიტეს, სხვა ეპიზოდზეც გამოეყენებინათ პატიმრობა

დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე აუცილებლად დადგინდება. არა ჩინჩალაძის სასამართლოში, მაგრამ აუცილებლად გაირკვევა და მათ შორის გაირკვევა ისიც, თუ როგორ ხდებოდა ამ გადაწყვეტილების მიღება, ვინ დირიჟორობდა ამ პროცესს და რა როლი ჰქონდა ამ უკანონო განაჩენის გამოტანის პროცესში, – ამის შესახებ ნიკა გვარამიას ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ნიკა გვარამიასთვის არაფერი შეცვლილა შედეგის თვალსაზრისით, სამი წელი და ექვსი თვე ჰქონდა მისჯილი, რაც ძალაში დარჩა.

„იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოშიც გამოიკვეთა ნიკა გვარამიას უდანაშაულობა და ყველასთვის ნათელია, რომ ის გაყალბებული განაჩენით იმყოფება საპატიმროში, ჯორბენაძემ, მაღლაკელიძემ და მამისეიშვილმა გადაწყვიტეს, რომ გაიზიარონ ლაშა ჩხიკვაძის ბედი. მათ ფაქტობრივად ძალაში დატოვეს უკანონო განაჩენი, რომელიც თავისუფლებას ართმევს არა მხოლოდ ნიკა გვარამიას, არამედ ამ ქვეყანას და ხელს უშლის მას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ეს მათი პერსონალური არჩევანია, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ისინი აუცილებლად ინანებენ ამ გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე აუცილებლად დადგინდება. არა ამ, ჩინჩალაძის სასამართლოში, მაგრამ აუცილებლად გაირკვევა და მათ შორის გაირკვევა ისიც, თუ როგორ ხდებოდა ამ გადაწყვეტილების მიღება, ვინ დირიჟორობდა ამ პროცესს და რა როლი ჰქონდა ამ უკანონო განაჩენის გამოტანის პროცესში.

როგორც ჩანს, ხელისუფლებას ძალიან სტკიოდა ის გარემოება, რომ ნიკა გვარამია ექვსი თვის განმავლობაში ციხეში იჯდა კომპანიის ავტომობილის პირადი მიზნების გამოყენებისთვის, ამიტომ გადაწყიტეს, რომ უსამართლობა კი არ გამოესწორებინათ და გაეთავისუფლებინათ ნიკა გვარამია, არამედ სხვა ეპიზოდზეც გამოეყენებინათ პატიმრობა, თითქოს რამენაირად შეეცადონ გამართლდეს, რომ ავტომობილის გამოყენების გამო ის საპატიმრო დაწესებულებაში არ იმყოფება. არაფერი შეცვლილა შედეგის თვალსაზრისით, სამი წელი და ექვსი თვე ჰქონდა მისჯილი და ეს სასჯელი დარჩა, უბრალოდ ხელისუფლების მესიჯბოქსის შესაბამისად სასამართლომ შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, ეს ეხება 2015 წლის სარეკლამო შემოსავლების ეპიზოდს და კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ 2015 წელს რა შემოსავალიც მიიღო „რუსთავი 2“-მა და რაზეც დღეს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა ნიკა გვარამიას, სამჯერ ნაკლები აქვს მიღებული „რუსთავი 2-“ს ნიკა გვარამიას გადადგომის შემდეგ, მაგრამ ცხადია, ამ სასამართლოს არ აინტერესებს სამართალი, ის არის უბრალოდ დავალებების შემსრულებელი და პირნათლად შეასრულა ჩინჩალაძის სასამართლომ ეს დავალება  “, – განაცხადა ადვოკატმა.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.