დიმიტრი საძაგლიშვილი – გარდაუვალია, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის უარყოფითი მხარეები მის ჯანმრთელობაზე აისახება
დიმიტრი საძაგლიშვილი – გარდაუვალია, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის უარყოფითი მხარეები მის ჯანმრთელობაზე აისახება

მე-18 დღეა, რაც მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს. ბუნებრივია, საერთო სისუსტე შენარჩუნებულია. გარდაუვალია, რომ ეს საერთო სისუსტე მოიმატებს და ამ შიმშილობის უარყოფითი მხარეები მის ჯანმრთელობაზე აისახება, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ბოლო დღეების განმავლობაში აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა.

„საერთო ჯამში, მისი ფსიქოლოგიური და მორალური სიძლიერიდან გამომდინარე, ის თავს გრძნობს მხნედ, შეხვედრების ოთახში გადაადგილდება საკუთარი ინიციატივით და აპირებს ასე გააგრძელოს, ვიდრე მას ფიზიკური შესაძლებლობა ექნება. საერთო ჯამში, როგორც სპეციალისტებისგან მოვისმინეთ, მათაც უკვირთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ვინაიდან მე-18 დღეს შესაძლოა უფრო რთული ყოფილიყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ არა მისი მორალური და ფსიქოლოგიური სიმტკიცე. ახალი უარყოფითი მხარე – ეს იყო წნევის თამაში ბოლო დღეებში. მიხეილ სააკაშვილი მოწადინებულია, თავად ჩამოვიდეს შეხვედრების ოთახში, ვიდრე მას ეს ფიზიკურად შეუძლია. კონსილიუმთან დაკავშირებით აქვს ერთი პოზიცია და არ შეცვლილა – არ აქვს დიდი მოლოდინი და ეს საკითხი დიდად არ აინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ მე-18 დღეა შიმშილობს, მაინც არის იმ ფორმაში, რომ შეძლებდა სასამართლო პროცესზე მონაწილეობის მიღებას, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, არც ერთ მიმდინარე საქმეზე არ ჩანიშნა სასამართლომ სხდომა, რათა სააკაშვილს არ ჰქონდეს საზოგადოებასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.