„დირსის" შენობა დევნილების კიდევ ორმა ოჯახმა დატოვა
„დირსის" შენობა დევნილების კიდევ ორმა ოჯახმა დატოვა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის დევნილებთან მოლაპარაკებების შემდეგ „დირსის” შენობა დევნილების კიდევ ორმა ოჯახმა დატოვა.

„ამ ეტაპზე დევნილთა სამინისტრომ შემოგვთავაზა ისეთი პირობები, რომ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების იმედი მოგვეცა. იმედი გვაქვს, ეს საკითხი დადებითად გადაწყდება. მივენდეთ ბოლოჯერ სამინისტროს და ვნახოთ, რა იქნება. დღეს მოლაპარაკებების შემდეგ ორი ოჯახი რომ გამოვედით, უკვე ბევრს ნიშნავს. მივიღეთ პირობა, რომ შედგება ახალი სიები და განიხილება. იმედი რომ არ გვქონოდა, შენობიდან არ გამოვიდოდით. დანარჩენ ოჯახებთანაც მიდის მოლაპარაკებები. შეგვპირდნენ, რომ თითოეულ ოჯახთან დაიდება ხელშეკრულებები და თუ ახლა ვინმე ბინას ვერ მიიღებს, ქირით დაკმაყოფილდებიან. ამ ეტაპზე დავთანხმდით ამაზე. თუ ჩვენი იმედები არ გამართლდება, ისევ გავაგრძელებთ აქციებს და მკაცრ ზომებს მივიღებთ,” – განაცხადა დევნილმა ნანა ბუკიამ.