დირკ შუსტერი - ვიცით, რომ „ომონიასთან“ მძიმე მატჩები გველის, მაგრამ გუნდმა საკუთარი ძალების ირწმუნა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დირკ შუსტერმა კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიქოზიის „ომონიასთან“ დაპირისპირებამდე პრესკონფერენცია გამართა და გუნდის მზადებასა და მოლოდინებზე ისაუბრა.
„პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ორდაბასთან“ ორი ურთულესი მატჩის შემდეგ გუნდმა საკუთარი ძალების ირწმუნა. ვიცით, რომ წინ მძიმე თამაშები გველის. კვიპროსის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით, ვნახეთ მათი ბოლო მატჩები და კარგად შევისწავლეთ.
„ომონია” სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს ატარებს და ცხადია, ყველას გამარჯვება სურს, მაგრამ ვნახოთ, რა იქნება. ყველაფერი ორმატჩიან დაპირისპირებაში გადაწყდება. ვეცდებით, ჩვენი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გავახაროთ“.
24 ივლისს ქუთაისში, მერიის ორგანიზებით, ასსაფეხურიან კიბესთან გულშემატკივრებისთვის „ომონიისა“ და „ტორპედოს“ შეხვედრის ტრანსლაცია დიდ ეკრანზე გაიმართება.