დირკ შუსტერი - „ორდაბასისთან“ კვირკველიას გაძევებამ ჩვენი გეგმები შეცვალა #1TVSPORT
დირკ შუსტერი - „ორდაბასისთან“ კვირკველიას გაძევებამ ჩვენი გეგმები შეცვალა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დირკ შუსტერმა კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შიმკენტის „ორდაბასისთან“ მოგებული ორმატჩიანი რაუნდი შეაფასა.

„უზომოდ ბედნიერი ვარ, გუნდის თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ. თამაშამდე პაატა ღუდუშაურს ვესაუბრე და მითხრა, რომ მზად იყო, გუნდისთვის მაქსიმალურად დახარჯულიყო. თამაშზე სხვა გეგმით გავედით, მაგრამ საბა კვირკველიას გაძევებამ ბევრი რამ შეცვალა.

მეორე ტაიმში პრიორიტეტი საკუთარი კარის დაცვა იყო და შესაბამისი ცვლილებები გავაკეთეთ. მთავარია, შემდეგ ეტაპზე გავედით. ახლა მომდევნო მეტოქისთვის დავიწყებთ მზადებას“, – განაცხადა დირკ შუსტერმა.

ქუთაისში მოგებული მატჩის შემდეგ (4:3), შიმკენტში გამართულ საპასუხო შეხვედრაში 10 მოთამაშით დარჩენილი „ტორპედო“ „ორდაბასს“ ბოლო წუთამდე უგებდა და საბოლოოდ ფრედ, 1:1 ითამაშა.