დირკ შუსტერი - მჯერა ჩემი ბიჭების და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ ეტაპზე გავალთ #1TVSPORT
დირკ შუსტერი - მჯერა ჩემი ბიჭების და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ ეტაპზე გავალთ #1TVSPORT

კვიპროსულ „ომონიასთან“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრამდე ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დირკ შუსტერმა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული შეხვედრისთვის გუნდი მზადებაზე ისაუბრა.

„მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ. პირველ შეხვედრაში მეტოქემ გვაჯობა და დავმარცხდით, თუმცა დაკარგული არაფერია. ერთი კვირა გვქონდა დაშვებული შეცდომების გასაანალიზებლად და ვფიქრობ, ნაყოფიერად ვიმუშავეთ.

მჯერა ჩემი გუნდის და დარწმუნებული ვარ, თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალურად დაიხარჯება. გვაქვს სავსე ტრიბუნების და შესანიშნავი ატმოსფეროს იმედიც. მინდა, გულშემატკივარს მოვუწოდო და ვთხოვო, მოვიდნენ სტადიონზე და მხარი დაგვიჭირონ. ჩვენ მათ გასახარებლად თავს არ დავზოგავთ და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ ეტაპზე გავალთ.

შემადგენლობასთან დაკავშირებით ახლა ბევრს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ გეტყვით, რომ ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე გავლენ, მაქსიმუმს გაიღებენ. რაც შეეხება გიორგი კოხრეიძეს, მართალია, ბოლო მატჩებში ის ძირითად შემადგენლობაში არ იყო, თუმცა მისი ვარჯიშით კმაყოფილი ვარ, დღეს ფიზიკურად უკეთესად გამოიყურება და არ გამოვრიცხავ, რომ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყოს“, – ამბობს დირკ შუსტერი.

ქუთაისის „ტორპედოსა“ და „ომონიის“ შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების 70 პროცენტი უკვე გაყიდულია. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.