დირკ შუსტერი - მადლობა და ბოდიში „ტორპედოს“ გულშემატკივარს #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ მწვრთნელმა, დირკ შუსტერმა „ომონიასთან“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში წაგებასა (0:4, ჯამში 0:5) და ტურნირიდან გამოვარდნაზე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ვულოცავ გამარჯვებას „ომონიას“, რომელიც ისედაც ძლიერი გუნდია და ახლაც ბრწყინვალე ფორმაშია. ვიმედოვნებდით, რომ განმეორებითი შეხვედრა სულ სხვანაირი იქნებოდა, მაგრამ საკუთარი ძალების რწმენა დავკარგეთ. მადლობა გულშემატკივარს და ბოდიში, რომ სახლში დამწუხრებული გავუშვით.
წაგების მიზეზი? ბევრია. ბევრი შეცდომა დავუშვით. „ომონიამ“ კი შანსი კარგად გამოიყენა და დაგვსაჯა. ფილიპე პირესისა და ბიორნ იონსენის კარგ თამაშს გამოვყოფ, რომლებიც ძალიან შეთანხმებულად მოქმედებდნენ.
გულშემატკივრის მხრიდან ყველაფერი სხვანაირად ჩანს, მაგრამ კარგი პირველი ტაიმი ჩავატარეთ და გვინდოდა, მეტოქე შეცდომებზე დაგვეჭირა. სამწუხაროდ, ეს არ გამოგვივიდა და კვიპროსელებმა გოლები ჩვენი შეცდომების შედეგად გაიტანეს. მეორე ნახევარში კი სივრცეები გავუხსენით, რასაც სამომავლოდ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ“.