დირექტორი - დაშავებული მოსწავლე აცხადებს, რომ ჩხუბს შემთხვევით შეესწრო
დირექტორი - დაშავებული მოსწავლე აცხადებს, რომ ჩხუბს შემთხვევით შეესწრო

მე-12 სკოლასთან მოსწავლეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე კომენტარს სკოლა “ლამპარის” დირექტორი აკეთებს.

დარეჯან ქადაგიძის განმარტებით, მეათე კლასის მოსწავლემ სკოლა დაახლოებით 15:00 საათზე დატოვა და რამდენიმე წუთში მოპირდაპირე მხარეს მდებარე მე-12 საჯარო სკოლის მანდატურმა მოსწავლე მასთან მიიყვანა.

დირექტორის თქმით, სკოლის მოსწავლეს დაზიანება სახეზე აღენიშნებოდა. მოზარდს ტუჩი აქვს გახეთქილი და ის გადაყვანილია შემოწმებისთვის იაშვილის კლინიკაში.

“სამართალდამცავები ჩემს კაბინეტში იყვნენ, როდესაც მოსწავლეს კითხავდნენ. მან თქვა, რომ შემთხვევით შეესწრო ჩხუბს და მოხვდა მუშტი. მისივე თქმით, ის არ იცნობს ინციდენტში მონაწილე პირებს. ამბობს, რომ შეხება მათთან არ ჰქონია”, -აცხადებს დირექტორი.

როგორც შსს-ში პირველ არხს განუცხადეს, სკოლის მოსწავლეებს შორის მოხდა ინციდენტი, რა დროსაც ერთ-ერთ მოსწავლემ მიიღო სხეულის დაზიანება. იგი გადაყვანილია საავადმყოფოში.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილის პირველი ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

დატოვე კომენტარი