დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს [ფოტო]
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს [ფოტო]

საქართველოში მოქმედმა ელჩებმა, საელჩოს წარმომადგენლებმა და საქართველოში გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და ზღვის ფსკერიდან ქვიშის ამოტუმბვის სამუშაოები დაათვალიერეს.

ისინი იმყოფებოდნენ მსოფლიოში ყველაზე დიდ დამაღრმავებელ გემზე „ათენა“. უკვე ამოტუმბულია დაახლოებით 4 მლნ კუბური მეტრი ქვიშა, რომელიც გადატანილია ხმელეთზე.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნეს პროექტის მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები.