დიპლომატის დღის აღსანიშნავად საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღია კარის დღეს მართავს
დიპლომატის დღის აღსანიშნავად საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღია კარის დღეს მართავს

დიპლომატის დღესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტერაქციული ხასიათის შეხვედრა „ერთი დღე ქართველ დიპლომატთან“ იმართება.

ღონისძიება ღია კარის ფორმატის პრინციპით ტარდება და სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის მიმართულებებს, უწყების სტრუქტურულ ერთეულებს და იქ მომუშავე თანამშრომლებს.

ღონისძიების ფარგლებში სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმოდგენილია საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტების კუთხეები, სადაც სტუმრებს საშუალება აქვთ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით და ასევე უშუალოდ გაესაუბრონ სამინისტროს თანამშრომლებს. საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ესწრება, რომელიც მიმოიხილავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებებს და უწყების საქმიანობის პრიორიტეტებს.

ღონისძიებაში მონაწილეობენ ქართველი დიპლომატები, სტუდენტები, პროფესორები, ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები. ქართული დიპლომატიის დღე 3 ნოემბერს აღინიშნება, თარიღი დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.