დინო ჰამზიჩი - პანდემიისაას საქართველში დავრჩი, ბოსნიაში უარესი მდგომარეობაა
დინო ჰამზიჩი - პანდემიისაას საქართველში დავრჩი, ბოსნიაში უარესი მდგომარეობაა

საჩხერის „ჩიხურას“ ბოსნიელი მეკარე დინო ჰამზიჩი პანდემიის პერიოდში საქართველოში იმყოფებოდა. საქართველოს პირველ არხთან 31 წლის გამოცდილი მეკარე ამბობს, რომ თბილისში თავს დაცულად გრძნობდა.

„პანდემიის პერიოდში საქართველოში ვიყავი. ბოსნიაში არ წავსულვარ, რადგან კორონავირუსმა იქ მეტი პრობლემა შექმნა. 2 თვე გუნდი არ ვარჯიშობდა, მაგრამ თბილისში ვიყავი და ფორმის შენარჩუნებას თითქმის ყოველდღიურად, ინდივიდუალური ვარჯიშით ვცდილობდი“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან დინო ჰამზიჩმა.

საჩხერელთა ბოსნიელი მეკარე იმედოვნებს, რომ გუნდი ჩემპიონატს მომზადებული შეხვდება: „ახლა მეც კარგად ვარ და ჩვენი გუნდის ყველა წევრი თავს მშვენივრად გრძნობს, რადგან ვარჯიშები დავიწყეთ და საყვარელ საქმიანობას დავუბრუნდით. იმედია, რომ ფეხბურთელები სეზონის განახლებამდე, 25 ივნისამდე კარგ ფორმაში ვიქნებით“.