დინო ჰამზიჩი - „ლოკომოტივის“ პასუხს ველოდები
დინო ჰამზიჩი - „ლოკომოტივის“ პასუხს ველოდები

საჩხერეს „ჩიხურადან“ წამოსული ბოსნიელი მეკარე დინო ჰამზიჩი საქართველოს პირველ არხთან ადასტურებს ინფორმაციას, რომ მისით თბილისის „ლოკომოტივი“ დაინტერესდა და გუნდის პასუხს ელის.

„გუნდის მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე საჩხერეს „ჩიხურადან“ მიცნობს და ის ჩემი დამატებით დაინტერესებულია, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ ინტერესია. დაველოდები კვირამდე და თუ კონკრეტული შემოთავაზება არ იქნება, მაშინ ბოსნიაში დავბრუნდები. წინადადებები სხვა ქვეყნებიდანაც მაქვს“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ბოსნიელი მეკარე.

31 წლის დინო ჰამზიჩი საჩხერეს „ჩიხურაში“ 2016 წლიდან თამაშობდა, გახდა საქართველოს ვიცეჩემპიონი და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მფლობელი.