დინი ვირსალაძის ახალი დისკის პრეზენტაცია გაიმართა
დინი ვირსალაძის ახალი დისკის პრეზენტაცია გაიმართა

ცნობილი ქართველი ჯაზ-პიანისტის დინი ვირსალაძის ახალი დისკის პრეზენტაცია გაიმართა.

„არტ ჰაუსში“ საღამოზე დინი ვირსალაძემ ქართველ მუსიკოსებთან ერთად ახალი კრებულიდან კომპოზიციები შეასრულა.

კონცერტში მონაწილეობა მუსიკოსის მეგობრებმა დათო ევგენიძემ, დათუნა ალადაშვილმა და საბავშვო ევროვიზია 2017-ის ქართველმა კონკურსანტმა გრიგოლ ყიფშიძემაც მიიღეს.