საფეხბურთო კლუბ ვიტ ჯორჯიაში დავით მუჯირი ითამაშებს – ინფორმაციას კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს.
ტანმაღალი ფორვარდი უკანასკნელ პერიოდში თურქულ ანტალიასპორსა და მოლდოვურ შერიფში გამოდიოდა.
ვეტერინართა გუნდში დავით მუჯირი 19-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
1999 წელს დაბადებული თავდამსხმელი საფეხბურთო დინასტიის წარმომადგენელია: მისი ბაბუა, უფროსი დავით მუჯირი, საბჭოთა პერიოდის თბილისის დინამოში თამაშობდა, მამა, ასევე დავით მუჯირი, საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი და ამჟამად ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანია.