დინასტია გრძელდება - ვიტ ჯორჯიაში უმცროსი დავით მუჯირი ითამაშებს
დინასტია გრძელდება - ვიტ ჯორჯიაში უმცროსი დავით მუჯირი ითამაშებს

საფეხბურთო კლუბ ვიტ ჯორჯიაში დავით მუჯირი ითამაშებს – ინფორმაციას კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს.

ტანმაღალი ფორვარდი უკანასკნელ პერიოდში თურქულ ანტალიასპორსა და მოლდოვურ შერიფში გამოდიოდა.
ვეტერინართა გუნდში დავით მუჯირი 19-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

1999 წელს დაბადებული თავდამსხმელი საფეხბურთო დინასტიის წარმომადგენელია: მისი ბაბუა, უფროსი დავით მუჯირი, საბჭოთა პერიოდის თბილისის დინამოში თამაშობდა, მამა, ასევე დავით მუჯირი, საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი და ამჟამად ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანია.