ეროვნული ლიგა - თბილისის „დინამომ“ ვარჯიში განაახლა (ფოტოამბავი)
ეროვნული ლიგა - თბილისის „დინამომ“ ვარჯიში განაახლა (ფოტოამბავი)

საფეხბურთო ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს ნელ-ნელა უბრუნდება. დიღმის ბაზაზე საქართველოს ჩემპიონმა თბილისის „დინამომ“ ვარჯიში 16 მაისს განაახლა – მაქსიმალურად გათვალისწინებულია ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები.

ყოველი ვარჯიშის დაწყებამდე გუნდის ექიმი მოთამაშეებს თერმოსკრინინგს უტარებს – სხვაგვარად ფეხბურთელი მოედანზე ვერ შევა. ვარჯიში დისტანცირებულ რეჟიმში და რამდენიმეკაციან ჯგუფებად მიმდინარეობს.

თბილისური გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი საქართველოს პირველ არხთან ამბობს, რომ წონის პრობლემა არც ერთ ფეხბურთელებს არ აღმოაჩნდა.

„უთამაშებლად ფორმის შენარჩუნება რთულია. თუმცა, მოთამაშეებს ინდივიდუალური პროგრამები ჰქონდათ, პროფესიონალები არიან და ვარჯიშების განახლებას ისე შეხვდნენ, როგორც მათ შეეფერებათ. სხვათა შორის, წონის პრობლემა არავის ჰქონია, რაც ყველას აინტერესებდა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ტრავმირებული მომჯობინდა, დაგვიბრუნდა და ჩვეული დატვირთვებით ვარჯიშობენ“ – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან კახა ჩხეტიანმა.

„დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა სეზონის განახლებასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზეც ილაპარაკა: „ვიცით, რომ სეზონი ივლისის პირველ რიცხვებში განახლდება. მზადება ამის მიხედვით დავგგემეთ. უბრალოდ, არ ვიცით, გუნდური ვარჯიშები როდის განახლდება და საკონტროლო თამაშებს როდის ჩავატარებთ. ეს ჩემპიონატის განახლებამდე მნიშვნელოვანი საკითხია. გვინდა, რომ მანამდე ოთხი საკონტროლო მატჩი მაინც მოვასწროთ. თუმცა, ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. აქედან გამომდინარე, იმედია, გუნდური ვარჯიშების განახლების უფლებას მალე მოგვეცემა“.