„დინამომ“ „სიონი“ ბოლო წუთებზე დაამარცხა #1TVSPORT
„დინამომ“ „სიონი“ ბოლო წუთებზე დაამარცხა #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ ეროვნული ლიგის გათამაშება ბოლნისის „სიონთან“ საშინაო მატჩით განაახლა და მეტოქე ბოლო წუთებზე გატანილი გოლებით დაამარცხა.

შეხვედრაში, რომელსაც „დინამო არენამ“ უმასპინძლა, სტუმართა შემადგენლობაში ლევან ჟორდანიამ ითამაშა – თბილისის „დინამოს“ და ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას შვილმა.

თბილისელები უპირატესობას ფლობდნენ და ბოლნისელთა კარის აღება არაერთხელ შეეძლოთ, მაგრამ „სიონის“ მეკარე ლევან ისიანი ძალიან კარგად თამაშობდა და გუნდი არაერთხელ გადაარჩინა, რამდენჯერმე კი დინამოელთა დარტყმა კარის ძელს მოხვდა.

თუმცა, თბილისელებმა ანგარიში მაინც გახსნეს. შეცვლაზე შესულმა გიორგი მოისწაფიშვილმა 65-ე წუთზე ზუსტი დარტყმით მეკარეს შანსი არ დაუტოვა. ბოლნისელებმა გაიბრძოლეს და ნიკა ხორხელის პასით თემურ ბექაურმა 70-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.

მაგრამ თბილისელებმა ისევ მოახერხეს დაწინაურება და გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება. „დინამომ“ შედეგიანი კომბინაცია 77-ე წუთზე გაითამაშა, რომელიც გიორგი მოისწრაფიშვილმა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა.

82-ე წუთზე კი კარის წინ დარჩენილმა გუნდის ახალმა კაპიტანმა დავით სხირტლაძემ უკეთეს პოზიციაში მყოფი უსმანე კამარა მოძებნა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქისრა – 3:1 „დინამოს“ სასარგებლოდ.

21 ტურის შემდეგ „დინამო თბილისმა“ 41 ქულა დააგროვა და მოგების მიუხედავად, ლიდერს, ბათუმის „დინამოს“ 6 ქულით ჩამორჩება. „სიონი“ ისევ 21 ქულით დარჩა და მე-8 პოზიციაზეა.

დატოვე კომენტარი