„დინამომ“ „სამტრედია“ დაამარცხა
„დინამომ“ „სამტრედია“ დაამარცხა

თბილისის „დინამომ“ ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა და მეორე ადგილი შეინარჩუნა. მე-12 ტურის შეხვედრა მან ლანჩხუთში, „სამტრედიასთან“ გამართა. კახა კაჭარავას გუნდმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა. მე-40 წუთზე თბილისელთა შეტევა ოთარ კიტეიშვილმა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა და „დინამო“ დააწინაურა 0:1.

68-ე წუთზე „სამტრედიელთა“ მცველმა გივი ქარქუზაშვილმა ბურთზე ხელით ითამაშა და ამით „დინამომ“ ისარგებლა: 70-ე წუთზე კიტეიშვილის გადაცემით დმიტრო ივანისენიამ თბილისელთა რიგებში პირველად გაიტანა გოლი.

საბოლოო ანგარიში მსაჯის მიერ დამატებულ დროში (90+2) მასპინძელთა ნახევარმცველმა აკაკი ნინუამ დააფიქსირა და „დინამომ“ 2:1 გაიმარჯვა. გუნდმა 25 ქულა დააგროვა და მართალია, „საბურთალოს“ ვერ დაეწია, მაგრამ მეორე ადგილზე ვერც „დილა“ ჩაანაცვლებს. „სამტრედია“ კი 8 ქულით ისევ აუტსაიდერებშია.