გიორგი ხარაიშვილი „დინამო თბილისში“ დაბრუნდა – ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა დაადასტურა.
28 წლის შემტევი ნახევარმცველი თბილისურ გუნდში ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონში თამაშობდა და მისი მაისურით 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.
გიორგი ხარაიშვილი ბოლოს აზერბაიჯანის უმაღლესი ლიგის „სუმგაითში“ თამაშობდა. მან საკლუბო კარიერა თბილისის „იბერიაში“ („საბურთალოში“) დაიწყო, 2018 წლის თებერვალში შვედეთში გადავიდა და „გეტებორგთან“ გააფორმა კონტრაქტი.
ხარაიშვილი საქართველოს ნაკრებში პირველად 2017 წელს გამოიძახეს, მისი ფორმით 6 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.