„დინამო თბილისმა“ სტამბოლის „ბაშაქშეჰირიდან“ იჯარის წესით ორი გამბიელი ფეხბურთელი დაიმატა – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„დინამოში“ ახალი სეზონიდან 19 წლის ცენტრალური მცველი ალბერტ გომესი და 18 წლის შემტევი აბდული ნჯი ითამაშებენ. ფეხბურთელებმა თბილისურ გუნდთან ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმეს.
გომესი და ნჯი თურქული კლუბიდან „დინამოში“ გადასული მეორე და მესამე ლეგიონერები არიან. კლუბებს შორის თანამშრომლობა 2025 წლის ზაფხულში დაიწყო, როდესაც „ბაშაქშეჰირმა“ თბილისში კოტ დ’ივუარელი ნახევარმცველი აბდულაიე იორო გამოუშვა.