დინამოელებმა 9 აპრილის გმირებს პატივი მიაგეს
დინამოელებმა 9 აპრილის გმირებს პატივი მიაგეს

თბილისის „დინამოს” ფეხბურთელებმა, კლუბისა და საფეხბურთო აკადემიის ხელმძღვანელობამ 9 აპრილის მემორიალთან საქართველოს დამოუკიდებლობისათვის გარდაცვლილ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

უცნობი ფაქტია, რომ 3 აპრილს დაწყებულ აქციებს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ნაკადი ფეხბურთის გულშემატკივრებისა და მოთამაშეების სახით შეუერთდა: ეს 1989 წლის 4 აპრილს მოხდა, როდესაც „დინამო” თბილისის სტადიონზე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ხარკოვის „მეტალისტს” მასპინძლობდა და კახი კაჭარავას (47) და მამუკა ფანცულაიას (71) გოლებით 2:1 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ, სტადიონზე შეკრებილი 31 ათასი მაყურებლის დიდი ნაწილი და თბილისის „დინამოს” ფეხბურთელები რუსთაველისკენ დაიძრნენ და საქართველის დამოუკიდებლობის იდეით გაერთიანებულ მომიტინგეებს შეუერთდნენ.