„დინამო“ თურქეთში გაემგზავრა - გუნდი ხუთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს #1TVSPORT
„დინამო“ თურქეთში გაემგზავრა - გუნდი ხუთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს #1TVSPORT

„დინამო თბილისი“ ანტალიაში გაემგზავრა, სადაც 18 თებერვლამდე მოემზადება. ლადო კაკაშვილის გუნდი ხუთ ამხანაგურ მატჩს გამართავს – უკრაინულ „შახტართან“, ლატვიურ „აუდასთან“, უკრაინულ „ვერესთან“, უზბეკურ „ნავბახორთან“ და ყაზახურ „აქტაუსთან“.

„დინამო“ თურქეთში 26 ფეხბურთელით გაემგზავრა, მათ შორის ახალწვეულებიც არიან:

მეკარეები: გიორგი ლორია, მიხეილ მაქაცარია, დაჩი ჩოჩოშვილი.

მცველები: გიორგი გვასალია, შოთა დიაკონიძე, გიორგი ლომიძე, მათე შათირიშვილი, საბა ხარებაშვილი, ლეონარდუ სანტუში, ლაშა პატარკაციშილი, ლუკა შაშიაშვილი, ნიკოლოზ უგრეხელიძე.

ნახევარდაცვა: ჯაბა კანკავა, ნიკოლოზ ნინუა, აბდულაი იორო, ლუკა წულაია, ბარნს ოსეი, კოფი დონკორი, გიორგი ხარებაშვილი, რუი მონტეირუ, გიორგი ხარაიშვილი, სანდრო მიქაუტაძე.

თავდასხმა: მათე ვაწაძე, იედ ჰაჯი ხალიფა, ირაკლი სირაძე, ჰალიდ დოლტმურზიევი.