„დინამო თბილისმა“ „ნეფტეხიმიკი“ დაამარცხა
„დინამო თბილისმა“ „ნეფტეხიმიკი“ დაამარცხა

თურქულ შეკრებაზე მყოფმა „დინამო თბილისმა“ პირველი სპარინგ-მატჩი გამართა. კახა კაჭარავას გაწვრთნილებს რუსეთის მეორე დივიზიონის „ნეფტეხიმიკი“ შეხვდა, რომელიც ყაზანის „რუბინის“ ფარმ-კლუბია. ეს კლუბი რუსეთის მეორე დივიზიონში მე-8 ადგილზეა. „ნეფტეხიმიკში“ ქართველი ფეხბურთელი მერაბ ურიდია ასპარეზობს, რომელიც ორი წლის წინ ქობულეთის „შუქურაში“ გამოდიოდა.

შეხვედრა თბილისელთა უპირატესობით მიმდინარეობდა. 55-ე წუთზე თბილისელთა ფეხბურთელის წაქცევისთვის, პენალტი დაინიშნა, რომელიც „დინამოს“ კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა ზუსტად გამოიყენა და თბილისელებმა 1:0 მოიგეს.