„დინამო თბილისმა“ „მეშახტესთან“ ქულები გაიყო #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ ეროვნული ლიგის 25-ე ტურში აუტსაიდერს, ტყიბულის „მეშახტეს“ უმასპინძლა და ქულას დასჯერდა – 0:0.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მეტოქეებმა მეორე ნახევარში უფრო საინტერესო თამაში აჩვენეს. „დინამო“ დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ 69-ე წუთზე უხეშობისთვის თბილისელთა მცველი ნიკოლოზ უგრეხელიძე გააძევეს.
ეს გადამწყვეტი მომენტი გამოდგა – დინამოელთა შეტევებმა სიმწვავე დაკარგა და მატჩი ფრედ დასრულდა.
ეროვნული ლიგა