„დინამო თბილისმა“ დაადასტურა - გიორგი ლორია მშობლიურ კლუბში დაბრუნდა #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ დაადასტურა - გიორგი ლორია მშობლიურ კლუბში დაბრუნდა #1TVSPORT

„დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩს მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება. კლუბის პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ გიორგი ლორია გუნდში დაბრუნდა.

ლორია „ანორთოსისს“ ოფიციალურად 27 ივნისს დაემშვიდობა. გუნდიდან წასვლის შესახებ გამოცდილმა ქართველმა მეკარემ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ანორთოსისში“ ლორიამ ოთხი სეზონი გაატარა. მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის მისაღები პირობებით გაწყვეტაზე, რასაც ხელი შეუწყო ფეხბურთელისა და „დინამო თბილისის“ შეთანხმებამ. მეკარე ქართულ გუნდში ცხრა წლის შემდეგ ბრუნდება. მან „დინამო“ 2014 წლის ზაფხულში დატოვა და კარიერა ბერძნულ „ოფიში“ გააგრძელა.

ქართველი მეკარე ბოლოს „ანორთოსისის“ კაპიტანი იყო და კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე ჰქონდა, მაგრამ „ანორთოსისის“ ხელმძღვანელობამ საკადრო ცვლილებები დაიწყო და გიორგი ლორიას კომპრომისული გადაწყვეტილებით დაემშვიდობა.