„დინამო თბილისმა“ ბერძენი მცველი დაიმატა #1TVSPORT

11:01, 27.08.2026

„დინამო თბილისს“ ბერძენი ცენტრალური მცველი მარიოს პურზიტიდისი შეუერთდა.

თბილისური კლუბის ინფორმაციით, პურზიტიდისმა კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გააფორმა და მიმდინარე სეზონში 13-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

27 წლის ფეხბურთელმა კარიერა სამშობლოში „ბერიდესში“ დაიწყო, მერე იყო სალონიკის „არისი“, „მაკედონიკოს ლიტისი“ და 2018 წელს „პლატანიასში“ გადავიდა. შემდეგი პერიოდი ჩეხეთს დაუკავშირა, რადგან დედით ჩეხია და, საბერძნეთის პასპორტის გარდა, ჩეხეთის მოქალაქეობაც აქვს.

„დინამოს“ ახალწვეული 5 სეზონი ლიბერეცისსლოვანის“ ღირსებას იცავდა. ბოლო ორი სეზონი კი პრაღის „დუკლაში“ თამაშობდა. ზაფხულში გუნდი დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა.

მსგავსი