„დინამო თბილისმა“ სეზონის განახლებამდე „გაგრასთან“ ამხანაგური შეხვედრა გამართა და 2:0 მოიგო.
თბილისელებმა უპირატესობა მას შემდეგ მოიპოვეს, როდესაც „გაგრის“ კარში პენალტი დაინიშნა – საჯარიმო ნიკა ნინუამ გამოიყენა. საბოლოო ანგარიში კი ახალწვეულმა, გიორგი ლომთაძემ დააფიქსირა.
ტრავმის გამო ვაკო გვილიას და გიორგი გვასალიას არ უთამშიათ, ვახტანგ სალია და ჰალიდ დოლტმურზიევი კი მთავარმა მწვრთნელმა დაასვენა. ითამაშა ლუკა ლაცაბიძემ, რომელიც „დინამო თბილისმა“ დონეცკის „შახტარიდან“ იჯარით დაიმატა.
„დინამო თბილისი“ – „გაგრა“ 2:0
გოლები: 1:0 ნინუა (პენ), 2:0 ლომთაძე
„დინამო“: ლორია, ასუნსეუ, ლაცაბიძე, სადღობელაშვილი, ხარებაშვილი, ნინუა, კანკავა, ლომთაძე, გომისი, ოსეი, სირაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: მაქაცარია, მორჩილაძე, ოდიკაძე, პოტალოვი, ფეიქრიშვილი, ვაწაძე, იორო.