„დინამო თბილისისა“ და „საბურთალოს“ მატჩი გია ყანჩელის ხსოვნისადმი პატივის მიგებით დაიწყო [ვიდეო]

20:16, 02.10.2019

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 29-ე ტურის მატჩის დაწყებამდე, „დინამო თბილისისა“ და „საბურთალოს“ ფეხბურთელებმა და სტადიონზე მყოფმა მაყურებლებმა გია ყანჩელის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

სტადიონზე ასევე გაისმა გია ყანჩელის ცნობილი ნაწარმოები „ყვითელი ფოთლები“.

84 წლის ასაკში ცნობილი კომპოზიტორი გია ყანჩელი დღეს გარდაიცვალა. გია ყანჩელს 5 ოქტომბერს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.

მსგავსი