„დინამო თბილისის“ თავდამსხმელი თორნიკე მორჩილაძე - ჩვენი მიზანი თასის და ჩემპიონატის მოგებაა #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ თავდამსხმელი თორნიკე მორჩილაძე - ჩვენი მიზანი თასის და ჩემპიონატის მოგებაა #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ თურქეთში „ტრაბზონსპორის“ წინააღმდეგ ითამაშა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ფორვარდმა თორნიკე მორჩილაძემ მატჩი და თურქული შეკრება შეაფასა.

„საკმაოდ მაღალი დონის გუნდს ვეთამაშეთ. ვფიქრობ, რომ თურქეთში მოსამზადებელი ეტაპი საკმაოდ ნაყიფიერად გავიარეთ. „ტრაბზონსპორთან“ თამაშში საკამოდ მაღალი ტემპი იყო და ვფიქრობ, ძალიან კარგად ვითამაშეთ, ისევე როგორც წინა შეხვედრა „რიზესპორთან“.

ვემზადებით შემდეგი შეხვედრისთვის, რომელსაც საქართველოს თასზე „სამტრედიასთან“ 19 ივლისს გავმართავთ. კარგი შეკრება დაგვეხმარება, რომ საქართველოს თასს და ეროვნული ლიგის განახლებას კარგად მომზადებულები შევხვდეთ.

ამ სეზონში „დინამოს“ მიზანი საქართველოს თასის მოგება და ეროვნულ ლიგაში უმაღლესი ადგილის დაკავება იქნება“, – ამბობს თორნიკე მორჩილაძე.

„დინამო თბილისმა“ შეკრებაზე თურქეთის სუპერლიგის გუნდებთან ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა – „რიზესპორი“ 3:1 დაამარცხა, ხოლო „ტრაბზონსპორს“ დაუზავდა – 1:1.