„დინამო თბილისი“ ბილენკიმ და გონსალვეშმა დატოვეს - ლორიამ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
„დინამო თბილისი“ ბილენკიმ და გონსალვეშმა დატოვეს - ლორიამ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ გიორგი ლორია დაიმატა, სამაგიეროდ, ორ ლეგიონერს შეელია – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა გიორგი ლორიამ „დინამო თბილისთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა.

„გიორგი ლორია „დინამო თბილისში“ დაბრუნდა. საქართველოს ნაკრების გოლკიპერმა თავის მშობლიურ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის „დინამოში“ 17-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

ამავე დროს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ჩემპიონი ორმა მოთამაშემ დატოვა – ბრაზილიელი გარემარბი, ვაგნერ გონსალვეში ერთწლიანი იჯარით სომხურ „პიუნიკში“ იასპარეზებს, ხოლო ისრაელში იჯარით მყოფი უკრაინელი ფორვარდი სტანისლავ ბილენკი ნეთანიის „მაქაბიმ“ საბოლოოდ გამოისყიდა.

შესაძლოა, გიორგი ლორიას ხელმეორე დებიუტი „დინამო თბილისში“ 30 ივნისს შედგეს – ქვეყნის ჩემპიონი საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალში გორის „დილას“ 20.00 საათზე უმასპინძლებს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, დასწრება უფასოა.