„დინამო თბილისი“ 14-წლამდელთა ზამთრის თასის პირველი ფინალისტია
„დინამო თბილისი“ 14-წლამდელთა ზამთრის თასის პირველი ფინალისტია

ზამთრის თასის გათამაშება 14-წლამდელ ფეხბურთელთა შორისაც დაიწყო. ამ ასაკის გუნდები თასს 2018 წლიდან პირველად გაითამაშებენ.

დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში “გ” და “დ” ჯგუფების მატჩებთან ერთად პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა.

„გ“ ჯგუფში პირველი ადგილი სამეგრელო რეგიონულმა ნაკრებმა დაიკავა, ხოლო „დ“ ჯგუფში პირველობა არავის დაუთმო „დინამო თბილისმა“. ამ ასაკში ჯგუფიდან მხოლოდ გამარჯვებულები გადიან – პირველ ნახევარფინალურ წყვილში ერთმანეთს ეს ორი გამარჯვებული დაუპირისპირდა.

„დინამო თბილისმა“ სამეგრელოს ნაკრები 6:2 დაამარცხა და 14-წლამდელთა ზამთრის თასი 2018-ის პირველი ფინალისტი გახდა.

ჯგუფური ეტაპის დარჩენილი მატჩები და მეორე ნახევარფინალური შეხვედრა 13 იანვარს კვლავ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.