„დინამო“ „საბურთალოს“ დაეწია
„დინამო“ „საბურთალოს“ დაეწია

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მე-5 ტურის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა და ორივე სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.

„დავით პეტრიაშვილი არენაზე“ საჩხერეს „ჩიხურამ“ თბილისს „დინამო“ მიიღო და 1:2 დამარცხდა. ანგარიში მატჩის დასაწყისშივე თბილისელთა ახალწვეულმა, ნიკა ძალამიძემ გახსნა (მე-4 წუთი). 7 წუთში სხვაობის გაზრდის შანსი თბილისელთა თავდამსხმელს, ბუდუ ზივზივაძეს მიეცა, მაგრამ მის მიერ პენალტიდან დარტყმული ბურთი საჩხერელთა მეკარე დინო ჰამზიჩმა მოიგერია. მე-18 წუთზე ”ჩიხურას” თავდამსხმელმა გიორგი გაბედავამ წონასწორობა აღადგინა. თუმცა, მალე ოთარ კიტეიშვილმა თბილისელები ისევ დააწინაურა და როგორც გაირკვა, თბილისელთა სასარგებლოდ საბოლოო შედეგიც დააფიქსირა 1:2.

პენალტი ზივზივაძის გარდა გაბედავამაც გააფუჭა – 69-ე წუთზე, საჩხერელთა თავდამსხმელს შეეძლო, თავისიანებისთვის ქულა შეენარჩუნებინა, მაგრამ „დინამოს“ მეკარე დემეტრე ბულისკერიამ დარტყმა მოიგერია.

ფოთის „კოლხეთი 1913“-მა ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გორის ”დილას” უმასპინძლა და დიდი ანგარიშით წააგო. მთავარი მოვლენები მეორე ტაიმში მოხდა. ანგარიში გორელთა ჰოლანდიელმა ლეგიონერმა ალვინ ფორტისმა 56-ე წუთზე გახსნა. 8 წუთში სტუმართა უკრაინელმა თავდამსხმელმა მიკოლა კოვტალიუკმა გამოიჩინა თავი, ხოლო 71-ე წუთზე საბოლოო ანგარიში ”დილას” მცველმა ალექსანდრე კვახაძემ დააფიქსირა და ”გორელებმა 0:3 გაიმარჯვეს.

ამ მოგებით ”დინამომ” 12 ქულა დააგროვა და ლიდერ ”საბურთალოს” დაეწია. გორელებს კი 10 ქულა დაუგროვდათ და მესამე პოზიციაზე დაწინაურდნენ.