„დინამო“ პორტუგალიურ შეკრებაზე გაემგზავრა, კვირკველიამ გუნდი დატოვა #1TVSPORT
„დინამო თბილისი“ პორტუგალიაში გაემგზავრა, სადაც ზამთრის შეკრებას გამართავს. გუნდის პრეს-სამსახურის ცნობით, დედაქალაქელები პირენეის ნახევარკუნძულზე 13 თებერვლამდე დარჩებიან და ამხანაგურ მატჩებს გამართავენ.
ლადო კაკაშვილმა პორტუგალიაში 19 ფეხბურთელი წაიყვანა:
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია, პაპუნა ბერუაშვილი.
მცველები: ნიკოლოზ უგრეხელიძე, გიორგი გვასალია, ირაკლი იაკობიძე, თენგიზ გობეშია, მუხრან ბაგრატიონი, გელა სადღობელაშვილი, საბა ხარებაშვილი.
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ლუკა წულაია, ოთარ აფციაური, ნოდარ ლომინაძე, თორნიკე მორჩილაძე, ცოტნე ბერელიძე.
თავდასხმა: დათო გოცირიძე, ვახო სალია, მათე ვაწაძე, ნიკოლოზ ჩიქოვანი.
საბა ხვადაგიანი ტრავმირებულია და გუნდს რამდენიმე დღეში შეუერთდება.
შეჰახსენებთ, რომ გუნდი მთავარმა მწვრთნელმა ფერდინანდ ფელდჰოფერმა დატოვა და ლადო კაკაშვილმა ჩაიბარა და შემადგენლობაშიც დიდი ცვლილებებია: შეკრებაზე გასამგზავრებლებში არ არიან სანდრო კალანდაძე, საბა კვირკველია, ლევან ოსიყმაშვილი, ნიკა ნინუა (პაოკ-მა დაიბრუნა), საბა სამუშია, გიორგი ღონღაძე, ჯადული იობაშვილი, ვასილიოს გორდეზიანი და დავით სხირტლაძე. ასევე ლეგიონერები – მეკარე ტობიას შუცენაუერი, დომინიკ რაიტერი, ბენსონ ანანგი, სანდეი ჰარუნა, ტიიპე კარუომბე, ოსკარ სანტისი, ნოსა ედოკპოლორი.
„დინამოს“ პრეს-სამსახურის ცნობით, გვატემალელი შემტევი ოსკარ სანტისი იჯარის წესით კარიერას სამშობლოში – კლუბ „ანტიგუაში“ გააგრძელებს. ნოსა ედოკპოლორს, ტობიას შუცენაუერს, თორნიკე კირკიტაძეს, საბა სამუშიას, საბა კვირკველიას და დავით სხირტლაძეს კი კლუბთან მოქმედი კონტრაქტები დაუსრულდათ.
გუნდი ასევე დატოვეს მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ლაშა თოთაძემ, მეკარეების მწვრთნელმა ევგენი ტაიკევიჩმა და ანალიტიკოსმა ანდრე მარკესმა. კალანდაძის, ნინუას, გორდეზიანის, ოსიყმაშვილის, იობაშვილის, ანანგის და რაიტერის მომავალი უახლოეს დღეებში გაირკვევა.