„დინამო“ ისევ შეაჩერეს – ცეცაძემ „სამტრედიას“ ქულა მოუტანა

22:27, 18.08.2018

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 21-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა და ორივე უგოლოდ დასრულდა.

საჩხერის „ჩიხურასა“ და „რუსთავს“ გოლის გატანის შანსი ჰქონდათ, მაგრამ ვერ ისარგებლეს და ქულები გაიყვეს – 0:0.

გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა თბილისის „დინამომ“ კი აუტსაიდერი „სამტრედია“ მიიღო. გია ცეცაძის გუნდმა მასპინძლებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და მოულოდნელად, ქულა აართვა 0:0.

„დინამომ“ 45 ქულა დააგროვა და ლიდერ „საბურთალოსთან“ სხვაობის შემცირება მხოლოდ 4 ქულამდე შეძლო. „ჩიხურა“ 38 ქულით მესამეზეა, „რუსთავი“ (22 ქულა) – მეექვსეზე, ხოლო „სამტრედიამ“ (10 ქულა) ბოლოადგილოსან ფოთის „კოლხეთს“ ორი ქულით გაასწრო.

მსგავსი