„დინამო“-„გაბალას“ მატჩის გამო, დღეს მეტროპოლიტენი მგზავრებს 00:00 საათამდე მოემსახურება
„დინამო“-„გაბალას“ მატჩის გამო, დღეს მეტროპოლიტენი მგზავრებს 00:00 საათამდე მოემსახურება

თბილისის მთავრობა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თხოვნით, დღეს მეტროპოლიტენის მუშაობას 23:00 საათიდან 00:00 საათამდე გაახანგრძლივებს, – ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, „უეფას“ (UEFA) ევროპის ლიგის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის დასრულების შემდეგ, გულშემატკივრებს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონიდან დედაქალაქის სხვადასხვა უბანში შეუფერხებელი ტრანსპორტირების შესაძლებლობა ექნებათ.

ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო შეხვედრა „დინამოსა“ და „გაბალას“ შორის „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.