„დინამო“  „ბრიუგეს“ თავდამსხმელის, ჰალიდ დორტმუზიევის ტრანსფერზე მუშაობს #1TVSPORT
„დინამო“  „ბრიუგეს“ თავდამსხმელის, ჰალიდ დორტმუზიევის ტრანსფერზე მუშაობს #1TVSPORT

„დინამო თბილისი“ ბელგიური „ბრიუგეს“ და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელის, ჰალიდ დორტმუზიევის ტრანსფერზე მუშაობს – ინფორმაციას Geo Team ავრცელებს.

საფეხბურთო გვერდის ინფორმაციით, „დინამო თბილისი“ საქართველოს 19-წლამდე ნაკრების თავდამსხმელთან, ჰალიდ დორტმუზიევთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და შეთანხმებასთან ახლოსაა.

ჰალიდ დორტმუზიევი ინგუში ბიჭია, რომლის ოჯახიც რუსეთიდან წლების წინ წავიდა და ბელგიაში დასახლდა. 2022 წელს ბელგიის 17-წლამდელთა ნაკრებში თამაში შესთავაზეს. მაგრამ 2023 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ჩვენი ქვეყნის სახელით თამაში გადაწყვიტა.

17 წლის ჰალიდ დორტმუზიევმა 2023 წელს „ბრიუგეს“ 23-წლამდელების გუნდში დააწინაურეს და ბოლო 2 სეზონში შთამბეჭდავი სტატისტიკა დაუგროვდა – 37 გოლი და 13 საგოლე გადაცემა, ანუ ჯამში 50 საგოლე მოქმედება.