„დინამო არენასთან“ ხანძრის შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა
„დინამო არენასთან“ ხანძრის შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა

„დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ პირველ არხს დამწვრობის ცენტრის ექიმმა გიორგი დავლიანიძემ განუცხადა.

„112-მა შემოიყვანა 63 წლის პაციენტი. დამწვრობა მიღებული აქვს ხანძრის შედეგად. თერმული დამწვრობა სხეულის 40% ფართობზე აქვს მიღებული. მას პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობითი შოკი აღენიშნება. დამწვრობა მძიმე ხარისხისაა. ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და შესაბამისი მკურნალობა უტარდება“, – განაცხადა გიორგი დავლიანიძემ.

ექიმის განცხადებით, დამწვრობის ცენტრში მხოლოდ ერთი პაციენტია შეყვანილი და მის შესახებ აქვს ინფორმაცია.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ განუცხადა, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, „დინამო არენასთან“ ხანძრის შედეგად ორი ადამიანია დაღუპული, ორი კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი.