ფეხბურთი | „დინამომ“ ლეგენდების მატჩში „აიაქსთან“ სამბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა [ვიდეო] #1TVSPORT
თბილისის „დინამოს“ 100 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა ლეგენდების მატჩი „დინამოსა“ და ამსტერდამის „აიაქსის“ ლეგენდებს შორის.
მატჩის დასაწყისში ვეტერანმა ფეხბურთელმა, თასების თასის მფლობელმა ვლადიმერ გუცაევმა „დინამოსგან“ საჩუქრად საიუბილეო მაისური მიიღო. მოედანზე ვიხილეთ 70-80-იანი წლების ვეტერანი დინამოელები, რომლებმაც თასების მფლობელთა თასი გამოიტანეს. ბურთი თამაშში კაპიტანმა ალექსანდრე ჩივაძემ შეიყვანა.
პირველი ტაიმი უკეთ ნიდერლანდელმა ლეგენდებმა ჩაატარეს და 2:0 დაწინაურდნენ.
26-ე წუთზე ანგარიში რაიან ბაბელმა გახსნა, ხოლო სხვაობა ორამდე რიკარდო ვან რიინმა გაზარდა.
მეორე ტაიმი დინამოელთათვის შედეგიანად დაიწყო: გიორგი დემეტრაძე საკუთარ საჯარიმოში მეკარემ წააქცია, ხოლო თერთმეტმეტრიანი თავად დაზარალებულმა შეასრულა – 1:2.
ათწუთიან მონაკვეთში ჰეთ-თრიქი შეასრულა გიორგი მერებაშვილმა. ხოლო საბოლოო ანგარიში ალექსანდრე იაშვილმა დააფიქსირა – 5:2 „დინამოს“ სასარგებლოდ.