კორონავირუსით კიდევ ერთი ჩოგბურთელი დაინფიცირდა, რომელმაც ნოვაკ ჯოკოვიჩის მიერ ორგანიზებულ ტურნირზე ითამაშა. ეს არის ხორვატი ბორნა ჩორიჩი.
„გაცნობებთ, რომ ჩემმა ტესტმა კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა. მინდა ვთხოვო ყველას, ვისაც ბოლო რამდენიმე დღე ჩემთან კონტაქტი ჰქონდა, ტესტირება გაიარონ. ძალიან ვწუხვარ, თუ ვინმეს პრობლემები შევუქმენი. თავს კარგად ვგრძნობ, სიმპტომები არ მაქვს. ფრთხილად იყავით“, – დაწერა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ხორვატმა ჩოგბურთელმა.
გასულ უქმეებზე ჩორიჩი მონაწილეობდა საჩვენებელ ტურნირში და ახლო კონტრაქტი ჰქონდა სხვა მონაწილეებთან, მათ შორის, ნოვაკ ჯოკოვიჩთან. შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირის კიდევ ერთმა მოთამაშემ, გრიგორ დიმიტროვმა კორონავირუსის ტესტზე დადებითი პსუხი მიიღო.
თავად ჯოკოვიჩმა უარი თქვა ხორვატიაში კორონავირუსის ტესტის ჩაბარებაზე და ბელგრადში გაემგზავრა.