ევროკომისიისთვის მიუღებელია, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა უარს ამბობს ლტოლვილების მიღებაზე
ევროკომისიისთვის მიუღებელია, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა უარს ამბობს ლტოლვილების მიღებაზე

ევროკომისიისთვის მიუღებელია, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანა უარს ამბობს ლტოლვილების მიღებაზე, – ამის შესახებ მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა ბულგარეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ევროკომისარმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების შეხვედრის შედეგები შეაჯამა, რომელიც დღეს სოფიაში გაიმართა.

„დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ მომდევნო ხუთ თვეში ევროკავშირს ექნება თავშესაფრის მაძიებელთა მიღების რეფორმირებული სისტემა. ამავე დროს, აუცილებელია საზღვრების დაცვა, რაზეც მოლაპარაკებების დროს ასევე ვიმსჯელეთ. აქვე გავიმეორებ, რაც არა ერთხელ მითქვამს. ჩვენთვის მიუღებელია, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა უარს ამბობს ლტოლვილების მიღებაზე. აუცილებელია პასუხისმგებლობის გაზიარება. იმედი მაქვს, ხუთი თვის თავზე ჩვენ შედეგებს მივაღწევთ“, – განაცხადა ავრამოპულოსმა.

ევროკავშირის წევრების ნაწილი ლტოვილების სავალდებულო კვოტების მიღებაზე ამ დრომდე უარს ამბობს, მათ შორის არის პოლონეთი და უნგრეთი.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ავრომოპულოსმა განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე ევროკავშირის ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებმა გამოთქვეს ნება, რომ თავშესაფრის მაძიებელთა მიღების ევროპული სისტემის რეფორმაზე მუშაობა დაიწყოს