დიმიტრიოს კარაბალისი - ეროვნული გლოვის დღეს ჩემი გული მიმართულია შოვის მოსახლეობისადმი, ფიქრებით მსხვერპლთა და დაკარგულთა ოჯახებთან ვარ
დიმიტრიოს კარაბალისი - ეროვნული გლოვის დღეს ჩემი გული მიმართულია შოვის მოსახლეობისადმი, ფიქრებით მსხვერპლთა და დაკარგულთა ოჯახებთან ვარ

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი დიმიტრიოს კარაბალისი შოვში მეწყრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„ეროვნული გლოვის ამ დღეს, ჩემი გული მიმართულია შოვის მოსახლეობისადმი, რადგან ჩვენ ყველა ვაგრძელებთ დაღუპულთა გლოვას. ფიქრებით მსხვერპლთა და დაკარგულთა ოჯახებთან ვარ. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მთელი გუნდი და მე მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა დაზარალებულს“, – წერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი დიმიტრიოს კარაბალისი.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.