დიმიტრიოს ავრამოპულოსი - საქართველომ რთული მომენტები გაიარა, მაგრამ მომავალი იმედისმომცემია და დაკავშირებულია ევროპულ ოჯახთან, დარწმუნებული ვარ თქვენი ქვეყნის დიდებულ მომავალში
დიმიტრიოს ავრამოპულოსი - საქართველომ რთული მომენტები გაიარა, მაგრამ მომავალი იმედისმომცემია და დაკავშირებულია ევროპულ ოჯახთან, დარწმუნებული ვარ თქვენი ქვეყნის დიდებულ მომავალში

ჩვენ გამოწვევების ეპოქაში ვცხოვრობთ, საქართველომ წარსულში რთული მომენტები გაიარა, მაგრამ მომავალი ძალიან იმედისმომცემია, მომავალი დაკავშირებულია ევროპულ პერსპექტივასთან და ევროპულ ოჯახთან, ამ კუთხითაც საბერძნეთში თქვენ კარგი მეგობრები გყავთ და ჩვენ ყოველთვის ვიყავით საქართველოს მხარდამჭერები ყველა საკითხში, – ამის შესახებ ყოფილმა ევროკომისარმა, დიმიტრიოს ავრამოპულოსმა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილთან საბერძნეთში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც ყოფილმა ევროკომისარმა აღნიშნა, საქართველო არ არის მხოლოდ სტაბილური ქვეყანა, არამედ ასევე არის მასტაბილურებელი ფაქტორი ძალიან ძალიან მოწყვლად სამეზობლოში.

„მე რომ ვიყო ის პერსონა, რომელზეც არის დამოკიდებული საქართველოს ევროპული მომავალი, კითხვებიც არ იქნებოდა საჭირო. ჩემთვის საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ევროპული ქვეყანაა ამ ფართო არეალში.   დიახ, ჩვენ გამოწვევების ეპოქაში ვცხოვრობთ, საქართველომ წარსულში რთული მომენტები გაიარა, მაგრამ მომავალი ძალიან იმედისმომცემია, მომავალი დაკავშირებულია ევროპულ პერსპექტივასთან და ევროპულ ოჯახთან. ამ კუთხითაც საბერძნეთში თქვენ კარგი მეგობრები გყავთ და ჩვენ ყოველთვის ვიყავით საქართველოს მხარდამჭერები ყველა საკითხში. ჩვენ არ ვართ ერთადერთი, რადგან წლების განმავლობაში საქართველომ სხვა ქვეყნების ნდობა და მეგობრული დამოკიდებულებაც მოიპოვა. საქართველოს ლიდერებმა მიზნად დაისახეს, რომ ქვეყანა თავის ევროპულ გზაზე მოხვდეს, მაგრამ მჯერა, რომ მეტი უნდა გააკეთოთ, რათა საქართველოზე სწორი წარმოდგენა შექმნათ. იმდენი რამე გაკეთდა ქვეყანაში, რისი მოწმეც თავად ვიყავი წლების განმავლობაში. ბევრჯერ ვყოფილვარ თბილისში, ერთ-ერთი ულამაზესი ქვეყანა გაქვთ და რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ვუთხრათ ყველას, საქართველო არ არის მხოლოდ სტაბილური ქვეყანა, არამედ მასტაბილურებელი ფაქტორიც ძალიან ძალიან მოწყვლად სამეზობლოში. სწორედ ამ მოსაზრების გაზიარება მსურს თქვენთვის, რომ მე დარწმუნებული ვარ თქვენი ქვეყნის დიდებულ მომავალში და ერთ-ერთი ვიქნები მათ შორის, ვინც თქვენთან ერთად დატკბება იმ მომენტით, როცა შესაბამისი დრო მოვა და ეს დრო აუცილებლად მოვა“, – განაცხადა დიმიტრიოს ავრამოპულოსმა.