დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში სამუზეუმო აპლიკაციის „არეალი" პრეზენტაცია გაიმართა
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში სამუზეუმო აპლიკაციის „არეალი" პრეზენტაცია გაიმართა

თბილისში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში სამუზეუმო აპლიკაციის „არეალი” პრეზენტაცია გაიმართა.

აპლიკაცია ხელოვნების ნიმუშებთან ვირტუალურ ინტეგრაციას ითვალისწინებს. მასში შეტანილია საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოფენილი ნიკო ფიროსმანაშვილის, დავით კაკაბაძისა და ლადო გუდიაშვილის 50-მდე ნამუშევრის ტექსტური და აუდიო ინფორმაცია.

ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, აპლიკაციის გამოყენება ეროვნულ გალერეაში არსებული პლანშეტების მეშვეობით ნებისმიერი დამთვალიერებლისთვისაა შესაძლებელი. პროექტის შემდგომ ეტაპებზე, ვიზიტორთათვის აპლიკაცია ეროვნული მუზეუმის სხვა გამოფენებზეც იქნება ხელმისაწვდომი. მუზეუმის ინფორმაციით, აპლიკაცია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა.