დიმიტრი შაშკინი - რაღაცა ბანდამ გზაზე მოძრაობის პარალიზება მოახდინა, გადაადგილება არის მოქალაქის კანონიერი უფლება
დიმიტრი შაშკინი - რაღაცა ბანდამ გზაზე მოძრაობის პარალიზება მოახდინა, გადაადგილება არის მოქალაქის კანონიერი უფლება

„ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის“ მხარდამჭერები რუსთავი-თბილისის მაგისტრალიდან თბილისში აქციაზე მიემართებიან.

მანამდე კი, „ქართული მარშის“ წევრებმა თბილისის შესასვლელთან გზა გადაკეტეს და აცხადებდნენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქციის გამართვის საშუალებას არ მისცემდნენ. არსებული ინფორმაციით, ადგილზე მოხდა ფიზიკური დაპირისპირებაც.

ფაქტს გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დიმიტრი შაშკინი.

„საქართველოში მოქმედებს კონსტიტუცია, რომელშიც წერია, რომ საქართველოს მოქალაქეს აქვს გადაადგილების კანონიერი უფლება. ამის შესრულების მოვალეობა აკისრია პოლიციას და თუ ის ამას ვერ ასრულებს, მაშინ ასრულებს ხალხი. თქვენ თვითონ ხედავთ, რაღაცა ბანდამ გზის პარალიზება გააკეთა. ვეტერანები, ტაქსისტები, მაღაროელები გაერთიანდნენ თავისი უფლებების დასაცავად და ჩვენ დავიცავთ თითოეული ქართველის უფლებებს“, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ამ დროისთვის ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებიან. ადგილზე რჩება პოლიცია.