დიმიტრი საძაგლიშვილი - ელგუჯა ცომაიას რა ქმედებასაც ედავებიან, დანაშაული არ არის, ის ამბობს, რომ ადამიანის სახლში მიღება სთხოვეს და მიიღო
დიმიტრი საძაგლიშვილი - ელგუჯა ცომაიას რა ქმედებასაც ედავებიან, დანაშაული არ არის, ის ამბობს, რომ ადამიანის სახლში მიღება სთხოვეს და მიიღო

მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ერთ პირს ბრალდება წარედგინა. ელგუჯა ცომაიას ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა. გამოძიება 375-ე მუხლით მიმდინარეობს.

დაკავებულის ადვოკატების განცხადებით, ბრალი არასწორად არის წარდგენილი. მათი თქმით, მუხლი დამნაშავის დაფარვას არ ითვალისწინებს.

„რეალურად, ეს ბრალდება ივანიშვილის პროკურატურის პირობებშიც კი არის სასაცილო და ჩინჩალაძის სასამართლოს პირობებშიც კი ვერ წარმომიდგენია რანაირად შეიძლება, მოსამართლემ მას პატიმრობა შეუფარდოს აღმკვეთი ღონისძიების სახით, ვინაიდან რა ქმედებასაც ედავებიან ამ ადამიანს, ეს ქმედება დანაშაული უბრალოდ არ არის, ფიზიკურად არ არის და ვერანაირად ვერ შეიძლება ამოკითხულ იქნას სისხლის სამართლის კოდექსის რომელიმე მუხლში. ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ მას სთხოვეს, რომ სახლში მიეღო ადამიანი და მან მიიღო ადამიანი“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ, მსჯავრდებულ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ  გადმოკვეთის ფაქტზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ე.ც.-ს ბრალდება წარუდგინა.