დიმიტრი საძაგლიშვილი - მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით შთაბეჭდილების ქვეშ არის
დიმიტრი საძაგლიშვილი - მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით შთაბეჭდილების ქვეშ არის

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროება გაუარესებულია და თავს სუსტად გრძნობს.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი კონსილიუმთან შეხვედრას ითხოვს.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გაუარესებული, არის სუსტად, აქვს დაბალი წნევა. დღეს რამდენჯერმე იყვნენ მასთან ოთახში შესული, რადგან ის ლოგინიდან წამოდგომას ვერ ახერხებდა. დღესაც არ მომხდარა კონსილიუმის ვიზიტი და მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს კონსილიუმთან შეხვედრას“, – აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ამასთან, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით შთაბეჭდილების ქვეშაა.

„ის არის შთაბეჭდილების ქვეშ დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით, როგორც ამ აქციების მშვიდობიანი ფორმით, ასევე ეფექტიანობის თვალსაზრისით. ის ამბობს, რომ მთავარი მოთხოვნა არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა და მისი შიმშილობა და გათავისუფლება არის ამ მიზნის მისაღწევად გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი.  ამიტომ არ უნდა გაიბლაროს ძირითადი მიზანი საშუალებისგან. დღეს იმიტომ ვერ გაბედა ხელისუფლებამ ძალის გამოყენება, რომ დასუსტებულია რეჟიმი და მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება სულ უფრო რთულდება. ის მიესალმება საქართველოში უკრაინის სახალხო დამცველის ვიზიტს და იმედი აქვს, რომ მასთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცემა.  „პისიარ“ ტესტი აქვს მას აღებული და ელოდებიან პასუხს. ამ დრომდე პასუხი არ ყოფილა. მიხეილ სააკაშვილმა დაგვიდასტურა, რომ მას არაერთხელ ჰქონდა კონტაქტი მე-18 დაწესებულების დირექტორთან და ველოდებით ტესტის პასუხს“, – განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.